მო სალაჰი სათადარიგოთა სკამზეა
მო სალაჰი სათადარიგოთა სკამზეა

მოჰამედ სალაჰი მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტის ნაკრების პირველ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში არაა. ურუგვაისთან მატჩში „ფარაონი“ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული მხრის ტრავმამ მისი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ტრავმის გამო სალაჰმა ამხანაგური შეხვედრები გამოტოვა.

ამის მიუხედავად, ეგვიპტელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰექტორ რაულ კუპერმა გამოაცხადა, რომ სალაჰი ურუგვაისთან დაპირისპირებას გამოჯანმრთელებული ხვდება, თუმცა პირველ შეხვედრაში ის სათადარიგოთა სკამზე იქნება.