მნიშვნელოვანი სამი ქულა - „თელავმა“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა #1TVSPORT
მნიშვნელოვანი სამი ქულა - „თელავმა“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა #1TVSPORT

„თელავმა“ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მეტოქეს კი ასევე მნიშვნელოვანი ქულები წაართვა.

კავკასიონ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „თელავი“ პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. მასპინძლები მცველის, ვაჟა ფაცაციას დუბლით (19, 40) დაწინაურდნენ.

მეორე ნახევარი „ლოკომოტივი“ თამაშის გადარჩენას ცდილობდა, 53-ე წუთზე თემურ სონიამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ თბილისელებმა მეტი ვერ მოახერხეს და საბოლოოდ, „თელავმა“ 2:1 მოიგო.

ამ გამარჯვებით, „თელავმა“ 32 ქულა დააგროვა და კონკურენტ ქუთაისის „ტორპედოსთან“ (26) უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა, ხოლო „ლოკომოტივმა“ (44) „საბურთალოს“ (46) და გორის „დილას“ (44) გასწრების რეალური შანსი გაანიავა.