მნიშვნელოვანი მოგება - „ტორპედომ“ კონკურენტი „შუქურა“ ქობულეთში დაამარცხა #1TVSPORT
მნიშვნელოვანი მოგება - „ტორპედომ“ კონკურენტი „შუქურა“ ქობულეთში დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ~ უშუალო კონკურენტთან, ქობულეთის „შუქურასთან“ გასვლაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

„ტორპედოს“ თამაშამდე 30 ქულა ჰქონდა, „შუქურას“ – 27 და მოგების შემთხვევაში ქობულეთელებს დაწევა და გასავარდნი გუნდების სამეულიდან თავის დაღწევა შეეძლოთ. მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი 3 ქულა, რაც შეიძლება გადამწყვეტიც იყოს ეროვნულ ლიგაში ადგილი შეუნარჩუნოს, „ტორპედომ“ მოიპოვა.

ლამის წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ქობულეთის განახლებულ „ჩელე არენაზე“ გამართული პირველი მატჩის ბედი 71-ე წუთზე გადაწყდა. შანსი ქუთაისელთა ნახევარმცველმა ოლეგ მამასახლისმა გამოიყენა და ქუთაისელებს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა.

33 ტურის შემდეგ „ტორპედო“ 33 ქულით მე-8 ადგილზეა და ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა „თელავთან“, ხოლო „შუქურა“ (27) ისევ მე-9 პოზიციაზე დარჩა.

დატოვე კომენტარი