მნიშვნელოვანი მატჩის წინ ჩელსის შვიდი ფეხბურთელი ღამის კლუბს ესტუმრა
მნიშვნელოვანი მატჩის წინ ჩელსის შვიდი ფეხბურთელი ღამის კლუბს ესტუმრა

ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურის წინ ჩელსის რამდენიმე ფეხბურთელი ღამის კლუბში გაერთო, – წერს გაზეთი მირორი.

ჟურნალისტებმა ლონდონის კლუბ რეფლსში შეამჩნიეს ოლივიე ჟირუ, გარი კეჰილი, ითან ამპადუ, როს ბარკლი, დენი დრინკუოტერი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი და ემერსონ პალმერი.

ფეხბურთელებმა ღამის კლუბი სხვადასხვა დროს დატოვეს. პირველი შინ კეჰილი წავიდა (ღამის 01.30 საათზე), ყველაზე ბოლოს – როს ბარკლი. ის კლუბიდან მეგობარ გოგონასთან ერთად დილის ხუთ საათზე გავიდა.

ჩელსი მეხუთე ადგილზეა გათამაშების ცხრილში და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის. გუნდს 8 აპრილს ელოდება ვესტ ჰემთან მატჩი.