MLS-ში რობერტ ლევანდოვსკის დებიუტი შედგა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ განახლდა MLS-ის რეგულარული ჩემპიონატი. „ინტერ მაიამიმ“ საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა „ჩიკაგო ფაირი“. გამარჯვებულთა რიგებში დუბლი შეასრულა ურუგვაელმა ლუის სუარესმა.
ამ შეხვედრაში შედგა პოლონელი ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის დებიუტი „ჩიკაგოს“ რიგებში. მან მოედანზე 62 წუთი გაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.
„ინტერ მაიამის“ რიგებში არ უთამაშია ლიონელ მესის.
„ინტერ მაიამი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 34 ქულით მეორე ადგილზეა, „ჩიკაგოს“ 26 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს.