MLS-ში ახალი ტურნირის წილისყრა გაიმართა - კაშიასა და ყაზაიშვილის „სან ხოსე“ მოქმედ ჩემპიონ „სიეტლთან“ მოხვდა
MLS-ში ახალი ტურნირის წილისყრა გაიმართა - კაშიასა და ყაზაიშვილის „სან ხოსე“ მოქმედ ჩემპიონ „სიეტლთან“ მოხვდა
გაიმართა „მეიჯორ სოკერ ლიგის“ (MLS) მინი-ტურნირის წილისყრა. სწორედ ამ ტურნირზე უნდა გამოვლინდეს MLS-ის ჩემპიონი.
ჯგუფების შემადგენლობები:
A ჯგუფი: ორლანდო, მაიამი, ნიუ იორკ სიტი, ფილადელფია, ჩიკაგო, ნეშვილი;
B ჯგუფი: სიეტლი, დალასი, ვანკუვერი, სან ხოსე;
C ჯგუფი: ტორონტო, ნიუ ინგლენდი, მონრეალი, დი სი იუნაიტედი;
D ჯგუფი: სოლტ ლეიკი, კანზასი, კოლორადო, მინესოტა;
E ჯგუფი: ატლანტა, ცინცინატი, ნიუ იორკ რედ ბულზი, კოლამბუსი;
F ჯგუფი: ლოს ანჯელესი, ლოს ანჯელეს გელაქსი, ჰიუსტონი, პორტლენდი.
შეგახსენებთ, რომ სეზონი „მეიჯორ სოკერ ლიგაში“ 8 ივლისს განახლდება.
ყველა მატჩი გაიმართება ორლანდოში, Disney ESPN Wide World-ის სპორტულ კომპლექსში.
ჯგუფებში ერთწრიანი ტურნირები ჩატარდება. თითო ჯგუფიდან ორ-ორ საუკეთესო გუნდი და სამი საუკეთესო მესამეადგილოსანი შემდეგ ეტაპზე გავა. სულ პლეი ოფში 16 გუნდი იქნება.
მერვედფინალური მატჩები 25-28 ივლისს გაიმართება.
მეოთხედფინალები – 30 ივლისი-1 აგვისტო
ნახევარფინალები – 5-6 აგვისტო
ფინალი – 11 აგვისტო.
დატოვე კომენტარი