MLS-მა სეზონის საუკეთესო მოთამაშის სამი კანდიდატი დაასახელა – ლიონელ მესი ტიტულისთვის ვერ იბრძოლებს #1TVSPORT
ამერიკულმა საფეხბურთო ლიგამ (MLS) რეგულარული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის სამი კანდიდატი დაასახელა. პრესტიჟული ინდივიდუალური ტიტულისთვის ვერ იბრძოლებს „ინტერ მაიამის“ არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი.
სეზონის MVP-ის წოდებისთვის ტიაგო ალმადა („ატლანტა იუნაიტედი“), დენის ბუანგა („ლოს ანჯელესი“) და ლუჩანო აკოსტა („ცინცინატი“) შეეცილებიან ერთმანეთს.
ლიონელ მესის გუნდმა, „ინტერ მაიამიმ“ რეგულარული სეზონი აღმოსავლეთ კონფერენციაში 34 ქულით მე-14 ადგილზე დაასრულა (კონფერენციაში 15 გუნდი მონაწილეობს). მიუხედავად ამისა, სადებიუტო სეზონი არგენტინელმა უტიტულოდ არ დაასრულა, ზაფხულში მან გუნდთან ერთად ლიგების თასი მოიგო.
MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე „ცინცინატი“ გავიდა, ხოლო დასავლეთ კონფერენციაში პირველობა არავის დაუთმო „სტ.ლუისმა“.
Introducing the finalists for our 2023 MLS awards. 💯
First up…who will win the Landon Donovan MVP award? pic.twitter.com/0WTsa3GnIt
— Major League Soccer (@MLS) October 26, 2023