MLS-ის კვირის სიმბოლურში ყაზაიშვილი და კაშია მოხვდნენ (ვიდეო)

02:31, 07.08.2018
SANTA CLARA, CA - JULY 22:  Vako #11 of the San Jose Earthquakes dribbles the ball up the field against Manchester United during the second half of their exhibition soccer game at Levi's Stadium on July 22, 2018 in Santa Clara, California. The game ended in a 0-0 tie.  (Photo by Thearon W. Henderson/Getty Images)

სან ხოსე „ერსქვეიქსმა“ შაბათს საფეხბურთო კლუბი „დალასი“ დაამარცხა და სამი ქულა მოიპოვა, თუმცა ეს მათთვის ერთადერთი ჯილდო არ იყო.

MLS-მა კვირის სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომელშიც სან ხოსეს ორი ფეხბურთელი მოხვდა და რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ორივე ქართველი.

ვაკო ყაზაიშვილმა „დალასის“ წინააღგმდეგ დუბლი შეასრულა და კვირის საუკეთესოებში თავდამსხმელის პოზიცია დაიკავა.

https://www.facebook.com/sanjoseearthquakes/videos/10155909082824613/

საუკეთესოთა შორის მოხვდა გურამ კაშიაც, რომელიც „ქვეიქსის“ უკანა ხაზის ლიდერად მალე, სულ რაღაც სამ ოფიციალურ შეხვედრაში ჩამოყალიბდა.

გურამ კაშია ენტონი მარსიალის წინააღგმდეგ (სან ხოსე – მანჩესტერ იუნაიტედი)

ყველაფერი ამით არ დასრულებულა – გუნდის მთავარი მწვრთნელი, მიკაელ სტაჰრე კვირის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

MLS-ის კვირის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება –

თავდასხმა – ყაზაიშვილი, მარტინესი, ჯიოვინკო

ნახევარდაცვა –  პლატა, კრეილახი, ალონსო, ადამსი

დაცვა – კასტილო, კაშია, ოპარა

მეკარე – ბუში

მწვრთნელი – სტაჰრე

მსგავსი