მკლავჭიდი | ლევან საგინაშვილმა ერმეს გასპარინი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა #1TVSPORT
მკლავჭიდი | ლევან საგინაშვილმა ერმეს გასპარინი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა #1TVSPORT

ჩიკაგოში, მკლავჭიდში, EAST WEST 18-ის ღონისძიებაზე 36 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლევან საგინაშვილმა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში იტალიელი ერმეს გასპარინი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

საგინაშვილმა მეტოქეს ყველა რაუნდში აჯობა და საბოლოოდ 5:0 მოიგო. ეს იტალიელთან კარიერაში მისი მეორე გამარჯვება იყო.

ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს პირველად 2024 წელს, დევონ ლარატის დამარცხების შემდეგ დაეუფლა. აშშ-ში გამართულ შეჯიბრებაში ლევან საგინაშვილმა მონაწილეობა კარიერაში მეორედ მიიღო.