მხოლოდ ქულა პირველ ტურში - ქვილითაია მოედანს დაუბრუნდა, ხარაბაძემ პირველად ითამაშა #1TVSPORT
მხოლოდ ქულა პირველ ტურში - ქვილითაია მოედანს დაუბრუნდა, ხარაბაძემ პირველად ითამაშა #1TVSPORT

აპოელმა“ კვიპროსის ჩემპიონატში პირველი ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე „პაფოსთან“ გამართა და მხოლოდ ქულა მოიპოვა 1:1, ნიქოზიელებში კი ორმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.

აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში იყო მხოლოდ ლაშა დვალი, რომელიც 42-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. სათადარიგოებში დარჩა მურთაზ დაუშვილი, ხოლო 71-ე წუთზე „აპოელის“ შემადგენლობაში გიორგი ქვილითაიამ ითამაშა, რომელიც მოედანს 15 მაისს „ანორთოსისთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა.

ახალ გუნდში ითამაშა ლევან ხარაბაძემ – „დინამო თბილისის“ ყოფილი მცველი „პაფოსში“ აგვისტოში გადავიდა და გუნდის ფორმა პირველად მოირგო. 22 წლის ფეხბურთელი თავიდან სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ მწვრთნელმა 66-ე წუთზე მოედანზე შეუშვა.

კვიპროსის ჩემპიონატში პირველი ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე „პაფოსმა“ კარგად დაიწყო და 36-ე წუთზე ჯაიროს გოლით დაწინაურდა, მაგრამ მე-80 წუთზე „აპოელის“ ფეხბურთელმა სუშიჩმა წონასწორობა აღადგინა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.