მხოლოდ ქართველობის გამო არ გვგონია ყველაზე მაგარი - არველაძემ კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლა მიულოცა #1TVSPORT
მხოლოდ ქართველობის გამო არ გვგონია ყველაზე მაგარი - არველაძემ კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლა მიულოცა #1TVSPORT

შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლას გამოეხმაურა – საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის შეფასებით, ჯერ საქართველოში კარგად არ ვიცით, რა დონის ტალანტია „ჯვაროსნების“ ლიდერი.

„მხოლოდ მისი ქართველობის გამო არ გვგონია ყველაზე მაგარი, უფრო იმიტომ, რომ ქართულის და საუკეთესოს შერწყმაა. იტალიელებმა კი არა, ბოლომდე ჯერ ჩვენც არ ვიცით, რა მაგარია! ხვიჩა, წარმატებები „ნაპოლიში“, – წერს შოთა არველაძე.

საქართველოს ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი 2019 წლის 7 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გიბრალტარის ნაკრებთან შედგა. სადებიუტო გოლი ეროვნულ გუნდში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 2020 წლის 14 ოქტომბერს გაიტანა.

სულ „ჯვაროსნებში“ ჩატარებულ 17 მატჩში ანგარიშზე 8 გოლი ჩაიწერა – 21 წლის თავდამსხმელი 2022 წლის 1 ივლისს ოფიციალურად იტალიური „ნაპოლის“ მოთამაშე გახდა.