მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა - „ლეხმა“ მოგება ბოლო წამზე დაკარგა #1TVSPORT
მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა - „ლეხმა“ მოგება ბოლო წამზე დაკარგა #1TVSPORT

ქართველმა ლეგიონერებმა პოლონეთის ჩემპიონატში მე-9 ტურის შეხვედრები ჩაატარეს, რომელთა უმრავლესობაც უხვგოლიანი გამოდგა.

ვაკო გვილიასრაკუვმა“ ქართველი ფეხბურთელის ყოფილ კლუბს, ვარშავის „ლეგიას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა 4:0. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში არ ყოფილა. გვილიას მცირე ტრავმა აწუხებს.

პოზნანისლეხი“ გასვლაზე შჩეცინისპოგონს“ დამატებულ დრომდე უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 2:2. ნიკა კვეკვესკირი მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოებში დარჩა.

პოზნანელები 90+9-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ არბიტრმა ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ, სტუმართა მოთამაშე გააძევა და „ლეხის“ კარში პენალტი დანიშნა, რომლითაც „პოგონმა“ ისარგებლა და ქულა გადაარჩინა.

ასევე 2:2 დასრულდა „ლეგნიცას“ და კელცესკორონას“ შეხვედრა. სტუმართა განაცხადში ლუკა ზარანდია არ იყო. მიზეზი მცირე ტრავმაა.