მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა - „ლეხი“ „რაკუვთან“ დამარცხდა #1TVSPORT
მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა - „ლეხი“ „რაკუვთან“ დამარცხდა #1TVSPORT

პოლონეთის ჩემპიონატში ერთმანეთს ორი ისეთი გუნდი დაუპირისპირდა, სადაც ქართველები თამაშობენ – პოზნანისლეხმა“ 24-ე ტურში ჩენსტოხოვასრაკუვს“ უმასპინძლა და მტკივნეული მარცხი განიცადა.

რაკუვში“ ვალერიან გვილია ბოლოს 25 თებერვალს პლოცკისვისლასთან“ შეხვედრაში ბოლო სამი წუთით გამოჩნდა. მომდევნო მატჩში გდინიასარკასთან“ განაცხადში არ იყო, ისევე, როგორც დღევანდელ შეხვედრაში. მასპინძელთა განაცხადში იყო ნიკა კვეკვესკირი, მაგრამ მხოლოდ 82-ე წუთზე შევიდა მოედანზე, 88-ზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

მატჩამდე პოზნანისლეხი“ მეორე ადგილზე იყო, „რაკუვი“ – მესამეზე და სამი ქულით ჩამორჩებოდა. ეს იყო სტუმრების შანსი, რომელიც კარგად გამოიყენეს. უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ „რაკუვი“ შესვენების შემდეგ სწრაფად დაწინაურდა. 50-ე წუთზე პოზნანელების კარი „რაკუვის“ ესპანელმა ლეგიონერმა, ნახევარმცველმა ივან ლოპესმა აიღო.

რაკუვმა“ საბოლოოდ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:0. პოლონეთის ექსტრაკლასაში გამართული 24 ტურის შემდეგ პოზნანისლეხი“ 48 ქულით მესამე ადგილზე დაქვეითდა – მას ქულებით „რაკუვი“ გაუთანაბრდა და პირადი მაჩვენებლებით გადაასწრო.