მხოლოდ კანკავამ ითამაშა - ვაისმა კაშია და ჩაკვეტაძე ევრომატჩისთვის დაასვენა #1TVSPORT
მხოლოდ კანკავამ ითამაშა - ვაისმა კაშია და ჩაკვეტაძე ევრომატჩისთვის დაასვენა #1TVSPORT

ქართული სამეულის „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა „დუკლასთან“ 1:0 მოიგო და ვლადიმირ ვაისის გუნდმა კონკურენტთან უპირატესობა შეინარჩუნა.

ბრატისლაველები „დუკლას“ ბანსკა-ბისტრიცაში ესტუმრნენ. ქართველებიდან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ჯაბა კანკავა იყო. გურამ კაშია განაცხადშიც არ მოხვდა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე სამატჩო ოქმში იყო შეყვანილი, მაგრამ ვაისმა არ ათამაშა.

ერთადერთი გოლი ტიგრან ბარსეგიანმა გაიტანა. მე-60 წუთზე შეცვლაზე შესულმა სომეხმა ფეხბურთელმა თავის გამოჩენა ხუთ წუთში შეძლო და როგორც ბოლოს გაირკვა, მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა 9 ტურის შემდეგ 22 ქულა დააგროვა და მეოერადგილოსან „პოდბრეზოვასთან“ (17) 5-ქულაინი უპირატესობა შეინარჩუნა.

ვაისმა კაშია და ჩაკვეტაძე (რომლის ტრავმაც საშიში არ აღმოჩნდა) შემდეგი მატჩისთვის დაასვენა, რომელსაც სლოვაკეთის ჩემპიონი 8 სექტემბერს გამართავს – კონფერენს ლიგის ჯგუფში „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე ლიეტუვას გუნდს, ვილნიუსის „ჟალგირისს“ უმასპინძლებს.