მხოლოდ დე ბრუინი და მესი ასწრებენ - კვარაცხელია ევროპის ხუთი წამყვანი ლიგის საუკეთესო ასისტენტებშია #1TVSPORT
მხოლოდ დე ბრუინი და მესი ასწრებენ - კვარაცხელია ევროპის ხუთი წამყვანი ლიგის საუკეთესო ასისტენტებშია #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ხუთი წამყვანი ლიგის საუკეთესო ასისტენტებშია – Transfermarkt-ის იტალიური ბიუროს გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერილს გამოცემა siamoilnapoli აქვეყნებს.

„სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ შესანიშნავ სეზონს ატარებს. ის გულშემატკივრებს და ინსაიდერებს მთელ მსოფლიოში აგიჟებს. ქართველ ტალანტს დღემდე 12 გოლი აქვს გატანილი და ნეაპოლიტანური კლუბის წარმატებული თამაშის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია.

თუმცა კვარაცხელია მხოლოდ გოლებით არ გამოირჩევა. მისი თანაგუნდელების მიერ გატანილი ბევრი გოლი მისი გადაცემების შედეგად გავიდა. ამ კომპონენტით „ნაპოლის“ ქართველი მოთამაშე ევროპის წამყვანი ჩემპიონატების საუკეთესო ასისტენტებში მოხვდა. სია Transfermarkt-მა შეადგინა. კვარაცხელიას 12 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

მასზე უკეთესი ევროპული ფეხბურთის მხოლოდ ორი „მონსტრია“: კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიდან“ 16 პასით და ლიონელ მესი „პარი სენ-ჟერმენიდან“, რომელმაც 14 პასი შეასრულა“, – წერს siamoilnapoli.