მხოლოდ დაუშვილმა ითამაშა - „აპოელი“ შვედეთში დიდი ანგარიშით დამარცხდა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩი ნიქოზიის „აპოელმა“ შვედეთში „დიურგორდენთან“ ჩაატარა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების წევრებიდან კვიპროსული კლუბის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მურთაზ დაუშვილმა ითამაშა (46-ე წუთზე შეცვალეს), გიორგი ქვილითაია სტოკჰოლმში იყო, მაგრამ განაცხადში არ იყო, ხოლო ლაშა დვალი ჯერ „აპოელის“ საევროპო განაცხადში არაა.
სტოკჰოლმის „ტელე არენაზე“ გამართული შეხვედრა მასპინძლების დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიში სწრაფად გახსნა – მე-9 წუთზე „დიურგორდენი“ ვიკტორ ედვარდსენმა დააწინაურა.
შვედებმა უპირატესობა მეორე ტაიმში კიდევ უფრო გაზარდეს. 54-ე წუთზე „აპოელის“ კარი მეორედ იალმარ ეკდალმა აიღო, ხოლო გუსტავ ვიკჰეიმმა 65-ე წუთზე შვედების სასარგებლოდ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.
71-ე წუთზე შვედები კაცნაკლულები დარჩნენ – რასმუს შულერს მთავარმა არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და „დიურგორდენი“, 90+5 წუთზე კი გუნდები რაოდენობრივად გათანაბრდნენ – სტუმრებს ჟოზე კრესპო გაუგდეს.
„აპოელი“ კონფერენს ლიგის განმეორებით შეხვედრაში „დიურგორდენს“ ნიქოზიაში 23 აგვისტოს უმასპინძლებს, მაგრამ პირველი მატჩის ანგარიში კვიპროსულ კლუბს შემდეგ ეტაპზე გასვლის მცირე შანსს უტოვებს.