მხოლოდ „აპოელი“ - ქვილითაიამ „ომონიაში“ გადასვლა გამორიცხა #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიამ უარყო ინფორმაცია, თითქოს, ზაფხულში ნიქოზიას „აპოელს“ დატოვებს და მის კონკურენტ „ომონიაში“ გადავა.
„ომონოია ფუტბოლმა“ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი – „ანონსი“, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ქართველი ლეგიონერი კონკურენტ გუნდში გადადის და ახალ სეზონში „ომონიას“ მწვანე მაისურ მოირგებს.
„ვაცხადებთ, რომ ზაფხულში ქვილითაია ჩვენს გუნდს შეუერთდება“, – წერს „ომონოია ფუტბოლი“.
ქვილითაიამ კვიპროსის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში გადასვლის პერსპექტივა მოკლე პოსტში კატეგორიულად გამორიცხა.
„ყველაფერი არასწორია – მხოლოდ „აპოელი“, – წერს 28 წლის თავდამსხმელი.
შეგახსენებთ, რომ დასრულებულ სეზონში გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.