მხითარიანი კარიერას „ინტერში“ დაასრულებს - სომხეთში არ დავბრუნდები, არ მინდა დონე დავაგდო #1TVSPORT
სომეხმა ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა განაცხადა, რომ თავის ამჟამინდელ კლუბში „ინტერში“ სურს კარიერის დასრულება.
„არ ვიცი რამდენი დამრჩა სათამაშო. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ვიცი, რომ ჯერ ისევ მინდა მინდორზე გასვლა. კიდევ ერთი წელი მრჩება კონტრაქტით „ინტერთან“, და თუ არ გამაგდებენ, დავრჩები.
არ მსურს კარიერა სინანულის გრძნობით დავასრული, რომ ეს ნაადრევად გავაკეთე. „ინტერის“ შემდეგ გავჩერდები. არ მინდა დავაგდო დონე, ამიტომაც არ წავალ სათამაშოდ სომხეთში. რაც შეეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საუდის არაბეთი, მე ეს არ მაინტერესებს. იქაური ლიგის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ფეხბურთს ფულის გამო არ ვთამაშობ.
ვიღვიძებ, ვარჯიშის სურვილი მაქვს და მინდა ვაჩვენო, რას წარმოვადგენ“, – განაცხადა „ინტერის ნახევარმცველმა გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში.