მხარი დაიზიანა და შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს - ბუდუ ზივზივაძე ტრავმირებულია #1TVSPORT
მხარი დაიზიანა და შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს - ბუდუ ზივზივაძე ტრავმირებულია #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძე ტრავმირებულია და მალე გაირკვევა, ოპერაცია დასჭირდება თუ არა – ინფორმაციიას „ფეჰერვარის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ფეჰერვარის“ მეორე გუნდმა რეგიონული ლიგის დასავლურ ჯგუფში „ნაგიკანიზას“ უმასპინძლა და 5:0 დამარცხდა, მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი მტკივნეული ამბავი, რაც ამ მატჩშის დროს მოხდა. ძალიან ადრე გახდა საჭირო ბუდუ ზივზივაძის შეცვლა, რადგან მხარი დაიზიანა. 23-ე წუთზე ჩვენმა ქართველმა თავდამსხმელმა მხრის ტრავმა მიიღო, მან თამაში ვეღარ გააგრძელა, რადგან სასწრაფოდ დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. გამოკვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გადაწყდება, იქნება თუ არა საჭირო ოპერაცია“, – იუწყება კლუბის პრესსამსახური.

მიმდინარე სეზონში ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონში „ფეჰერვარის“ ფორმით ათი მატჩი ჩაატარა, ხოლო „ფარმ-კლუბში“ – 3 მატჩი. ფეხბურთელს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ შესაძლოა, კლუბი ზამთარში დატოვოს.

11 ოქტომბერს „ფეჰერვარმა“ გამოაცხადა, რომ ბუდუ ზივზივაძე მეორე გუნდში გადაიყვანა, რადგან „უიპეშტთან“ (მისი ყოფილი კლუბია) მატჩის შემდეგ, მოედანი მეტოქის მაისურით დატოვა, რამაც წაგებით განრისხებული „ფეჰერვარის“ ფანები კიდევ უფრო გააღიზიანა.