მკაცრი სანქციები ამერიკულ ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ
მკაცრი სანქციები ამერიკულ ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ

„საქართველო-ყაზახეთის მატჩის ბოლოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სადისციპლინო კომისიამ იმსჯელა, რომელმაც ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ეროვნული ნაკრების 10 სპორტსმენს დაეკისრა სანქციები: ორ სპორტსმენს განესაზღვრა უვადო დისკვალიფიკაცია ეროვნულ ნაკრებში, ხოლო დანარჩენ რვა სპორტსმენს განესაზღვრა 1-დან 6 მატჩამდე დისკვალიფიკაცია რეგულარულ ჩემპიონატში.

ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია გმობს ძალადობას და მიესალმება Fair Play-ს წესებს. იმედი გვაქვს, მსგავსი ინციდენტი აღარასდროს განმეორდება“.

წყარო – საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია