მიყვარხარ, დიეგო! - პელემ მარადონას ემოციური პოსტი მიუძღვნა
მიყვარხარ, დიეგო! - პელემ მარადონას ემოციური პოსტი მიუძღვნა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ ემოციური პოსტი მიუძღვნა დიეგო მარადონას.

„შვიდი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც შენ დაგვტოვე. ადამიანებს მთელი ცხოვრება მოსწონდათ ჩვენი შედარება. შენ გენიოსი იყავი, რომელიც მთელს მსოფლიოს აჯადოვებდა. ჯადოქარი ფეხებთან ბურთით. ნამდვილი ლეგენდა. მაგრამ, პირველ რიგში, შენ ყოველთვის იყავი დიდი მეგობარი, კიდევ უფრო დიდი გულით“, – დაწერა პელემ „ინსტაგრამში“.

„მსოფლიო გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ნაკლებად რომ შეგვედარებინა ერთმანეთს საკუთარი თავი და მეტად აღფრთოვანებული ვყოფილიყავით ერთმანეთით. მაშ ასე, მინდა გითხრა, რომ შენ შეუდარებელი ხარ. შენი გზა პატიოსნებით იყო აღნიშნული. და შენი უნიკალურობით და განსაკუთრებული ხერხით გვასწავლე ის, რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და უფრო ხშირად უნდა ვამბობდეთ: „მე შენ მიყვარხარ“. შენმა უეცარმა წასვლამ საშუალება არ მომცა მეთქვა შენთვის ამის შესახებ, ამიტომაც, უბრალოდ დავწერ: მე შენ მიყვარხარ, დიეგო.

ჩემო დიადო მეგობარო, დიდი მადლობა მთელი ჩვენი მოგზაურობისთვის. ერთხელ, ზეცაში ჩვენ ერთ გუნდშის ერთად ვითამაშებთ. და პირველად მოხდება, როცა გამარჯვების მუშტს ჰაერში ავწევ, მაგრამ არა იმისთვის, რომ გოლი ვიზეიმო, არამედ იმიტომ, რომ ისევ შემიძლია შენი გულში ჩაკვრა“.

მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი