მიუნხენში მიმდინარე ახალგაზრდა ტყვიით მსროლელთა ტურნირზე 10 ქართველი გამოდის
მიუნხენში მიმდინარე ახალგაზრდა ტყვიით მსროლელთა ტურნირზე 10 ქართველი გამოდის

მიუნხენში, ახალგაზრდა ტყვიით მსროლელთა საერთაშორისო ტურნირზე ლიზი კილაძე მეხუთე ადგილზე გავიდა. მან ფინალში 174.8 ქულა დააგროვა. ვაჟებში ჩვენი კვარტეტიდან ყველაზე უკეთ კაკო მოსულიშვილი გამოვიდა – 565 ქულა და მე-20 ადგილი. იოანე ხვარეშიამ 561 ქულით დაასრულა გამოსვლა (28-ე), ნიკოლოზ მაჭარაშვილმა – 557-ით (38-ე), ხოლო ამირან ყორანაშვილმა – 553-ით (44-ე).

მიუნხენში საქართველოდან 10 სპორტსმენი გამოდის, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. უფროსებში ოთხი მონაწილე გვეყოლება, ახალგაზრდებში – ექვსი.

დიდების შეჯიბრზე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ცოტნე მაჭავარიანი, ლევან ქადაგიძე, ლიზი კილაძე და კაკო მოსულიშვილი გამოვლენ.

მიუნხენში დღესაც ახალგაზრდები იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან ბიჭებში კაკო მოსულიშვილი, იოანე ხვარეშია, ნიკოლოზ მაჭარაშვილი და ამირან ყორანაშვილი, გოგონებში კი – ლიზი კილაძე და ნინო ხუციბერიძე გამოვლენ.