მიუნხენის „ბაიერნმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ერიკ დაიერი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ერიკ დაიერი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს #1TVSPORT

ინგლისელი მცველი ერიკ დაიერი სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის „ბაიერნს“ დატოვებს, – ინფორმაცია გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ერიკ დაიერის კონტრაქტი „ბაიერნთან“ 30 ივნისს იწურება, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება და პრესაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, „მონაკოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

31 წლის ინგლისელი „ბაიერნში“ 2024 წლის იანვარში „ტოტენჰემიდან“ იჯარის წესით გადავიდა, ხოლო ზაფხულში კლუბმა გამოისყიდა და მასთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.

მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებში ერიკ დაიერმა 45 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.