მიუნხენის „ბაიერნმა“ „ანადოლუ ეფესს“ სტუმრად სძლია და ევროლიგის მიმდინარე სეზონში რიგით მეშვიდე გამარჯვება იზეიმა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მორიგი მატჩები გაიმართა. მოულონდელი მარცხი განიცადა საკუთარ არენაზე „ანადოლუ ეფესმა“. თურქული გუნდი კარგ ფორმაში მყოფ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდა და მეტოქესთან 71-74 წააგო.

პირველი ტაიმი გერმანულმა გუნდმა 5 ქულიანი სხვაობით მოიგო. მესამე მეოთხედში მასპინძლებმა საგრძნობლად მოუმატეს და პერიოდი 20-8 მოიგეს. გადამწყვეტი 10 წუთიანი მონაკვეთის წინ „ეფესი“ 7 ქულის სხვაობით იგებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და საბოლოოდ 3 ქულით დამარცხდა.

სტუმართა შორის საუკეთესო ვეიდ ბოლდვინი გამოდგა, მან 15 ქულითა და 11 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 14 ქულით დაასრულა მატჩი ჯალენ რეინოლდსმა. 12 ქულა დააგროვა პოლ ზიფსერმა.

ეფესის“ რიგებში ყველაზე მეტი 19 ქულაა ტიბორ პლაისის ანგარიშზეა. 13 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს შეინ ლარკინმა.

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „ბაიერნი“ 7 მოგებითა და 2 მარცხით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.

ზენიტი-ხიმკი 83-88

ჟალგირისი-ცსკა 78-87

ბასკონია-ფენერბახჩე 86-68

ვალენსია-პანათინაიკოსი 95-83