მიუნხენის „ბაიერნის“ განცხადებით, ჯამალ მუსიალასთვის ჩატარებულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელს, ჯამალ მუსიალას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მუსიალამ კოჭის არეში მძიმე ტრავმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, „პარი სენ-ჟერმენთან“ შეხვედრისას მიიღო.
როგორც კლუბის ოფიციალური გვერდი წერს, ფეხბურთელი რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს და მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე გუნდს ვერ დაეხმარება.
22 წლის მუსიალამ 2024/2025 წლის სეზონში ყველა ტურნირზე 21 გოლი გაიტანა.