მიუნხენის „ბაიერნი“ მაიკლ ოლისეს გაყიდვას არ განიხილავს #1TVSPORT

20:01, 17.07.2026

მაიკლ ოლისეს მადრიდის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მიუნხენის „ბაიერნში“ სრული სიმშვიდით ხვდებიან.

მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს 25 წლის შემტევი საფრანგეთის ნაკრებში თავის თანაგუნდელებს „სამეფო კლუბზე“ შეკითხვებს უსვამდა და ესპანეთში თამაშის ინტერესსაც ღიად გამოხატავდა.

Sky Sport-ის რეპორტიორის, ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ ფრანგის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილა. მენეჯმენტი და საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი ერთსულოვნები არიან – ოლისეს გაყიდვა არ განიხილება.

კლუბს ოლისესთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები აქვს და ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებასაც აპირებენ მისთვის უკეთესი ფინანსური პირობებით.

მსგავსი