მიუნხენის „ბაიერნი“ ლუის დიასის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა #1TVSPORT
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ „ლივერპულიდან“ ლუის დიასის ტრანსფერს ძალიან მიუახლოვდა.
როგორც სკირა წერს, „ბაიერნი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ, დაახლოებით, 75 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო კოლუმბიელ თავდამსხმელთან ხელშეკრულებას 2030 წლის 30 ივნისის ჩათვლით გააფორმებს.
ლუის დიასი „ლივერპულის“ წევრი 2021 წელს გახდა, ის ინგლისში „პორტუდან“ გადაბარგდა. ამ დროის მანძილზე სამხრეთამერიკელმა 148 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა.
„ლივერპულმა“ უკვე შეათანხმა ფრანგი თავდამსხმელის, უგო ეკიტიკეს ტრანსფერი, რომელიც, სავარაუდოდ, დიასს შეცვლის. „აინტრახტს“ ინგლისური კლუბი 95 მილიონ ევროს გადაუხდის.