მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონია – ჰარი კეინმა კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ბუნდესლიგის ტიტული გუნდმა ისტორიაში 34-ედ მოიგო.
„ბაიერნმა“ ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად მას შემდეგ მოიპოვა, რაც გათამაშების 32-ე ტურში უახლოესმა მდევარმა, ლევერკუზენის „ბაიერმა“ სტუმრად „ფრაიბურგთან“ 2:2 ითამაშა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „რეკორდმაისტერს“ 76 ქულა აქვს და კონკურენტთათვის მიუწვდომელია.
აღსანიშანვია, რომ პროფესინალურ კარიერაში პირველი ოფიციალური ტიტული მოიპოვა „ბაიერნის“ 31 წლის თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა. ინგლისელი ფეხბურთელი „ბაიერნს“ 2023 წლის ზაფხულში „ტოტენჰემიდან“ შეუერთდა.
მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ჩემპიონობა ორი წლის შემდეგ დაიბრუნდა. გასულ სეზონში ბუნდესლიგის გამარჯვებული ლევერკუზენის „ბაიერი“ გახდა.
🏆 𝐃𝐄𝐔𝐓𝐒𝐂𝐇𝐄𝐑 𝐌𝐄𝐈𝐒𝐓𝐄𝐑 𝟐𝟎𝟐𝟓 🏆
Für unseren Verein, für unsere Fans, für unsere Stadt. ❤️🤍#MiaSanMeister pic.twitter.com/2k3ZKN0OPC
— FC Bayern München (@FCBayern) May 4, 2025