მიუნხენის „ბაიერნი“ ბუნდესლიგის 2025/2026 წლის სეზონის გამარჯვებულია #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის 30-ე ტურში საკუთარ მოედანზე „შტუტგარტი“ 4:2 დაამარცხა, 79 ქულა დააგროვა და გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
მიმდინარე სეზონში „ბაიერნი“ ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და გატანილი გოლების მხრივ ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. მიუნხენელთა ანგარიშზე 30 ტურში გატანილი 109 გოლია.
„ბაიერნის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მიმდინარე სეზონში ჰარი კეინია. ინგლისელმა თავდამსხმელმა 32 გოლი გაიტანა. 15 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა ლუის დიასის ანგარიშზე, ხოლო მაიკლ ოლისემ თავი 12 გოლითა და 18 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ჩემპიონობა 35-ედ იზეიმა. გუნდი წელს ასევე იბრძვის გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად.