მიუნხენის „ბაიერნი“ „ბარსელონადან“ დანი ოლმოს ტრანსფერს განიხილავს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნი“ ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრისას“ დანი ოლმოს დამატებას შეეცდება, – ინფორმაციას „სკაი სპორტსი“ ავრცელებს.
გერმანული კლუბი ახალი შემტევი ნახევარმცველის შეძენას იმის ფონზე გეგმავს, რომ მაიკლ ოლისესა და ჯამალ მუსიალას მიმართ სხვა კლუბების ინტერესი სულ უფრო იზრდება.
მიუნხენელები ესპანელ მოთამაშეს ჯერ კიდევ „ლაიფციგში“ გამოსვლის დროიდან აკვირდებიან. 28 წლის ფეხბურთელის საორიენტაციო ფასი 70 მილიონი ევროა. ამ ეტაპზე ოლმოს მომავალთან დაკავშირებით „ბარსელონას“ პოზიცია ბუნდოვანია.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში დანი ოლმომ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.