მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ ჰიუტერი გაწვრთნის #1TVSPORT
მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ ჰიუტერი გაწვრთნის #1TVSPORT

მომავალი სეზონიდან მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ „აინტრახტის“ დამრიგებელი ადოლფ ჰიუტერი გაწვრთნის, – იუწყება Bild. 

ჰიუტერი პოსტზე მარკო როზეს ჩაანაცვლებს, რომელიც ზაფხულიდან „დორტმუნდს“ ჩაუდგება სათავეში.

მიუნხენგლადბახის „ბორუსია“ ავსტრიელ სპეციალისტთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გამოცემის ინფორმაციით, ადოლფ ჰიუტერის ანაზღაურება 7,5 მილიონი ევროთი განისაზღვრა, გათვალისწინებულია ბონუსებიც (ხუთი მილიონი ევრო).

ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მიუნხენგლადბახის „ბორუსია“ მერვე პოზიციაზეა, „აინტრახტი“ კი მეოთხე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის რეალური კანდიდატია.