მიულერმა „ბაიერნთან“ სუპერმოკლე კონტრაქტი გააფორმა და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
მიულერმა „ბაიერნთან“ სუპერმოკლე კონტრაქტი გააფორმა და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT

„ბაიერნის“ ფორვარდმა თომას მიულერმა დამატებითი კონტრაქტი გააფორმა მიუნხენურ კლუბთან. ამ ხელშეკრულების თანახმად, 35 წლის ფეხბურთელი ნახევარი თვით გაიხანგრძლივებს ყოფნას „რეკორდმაისტერის“ შემადგენლობაში. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.

მიულერის ახალი კონტრაქტი ორი კვირით – 15 ივლისამდე იმოქმედებს. ეს გარიგება ფეხბურთელს საშუალებას მისცემს მინაწილეობა მიიღოს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შაბათს მიულერმა 2024-25 წლების სეზონის დასრულების შემდეგ „ბაიერნიდან“ წასვლის შესახებ გამოაცხადა. მისი კონტრაქტი 30 ივნისამდე იყო ძალაში.