მიულერი, ბოატენგი და ჰუმელსი ნაკრებში აღარ ითამაშებენ
მიულერი, ბოატენგი და ჰუმელსი ნაკრებში აღარ ითამაშებენ

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლოვმა გამოაცხადა, რომ თომას მიულერი, მატს ჰუმელსი და ჯერომ ბოატენგი ამიერიდან ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებენ.

„2019 წელს, გერმანიის ნაკრები ახალ სტარტს იღებს. გასული წლის ბოლოს, გუნდში დაიწყო გარდაქმნები და ის ჯერ არ დასრულებულა. ჯერომი, მატსი და თომასი აღარ იქნებიან გამოძახებულნი ნაკრებში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პირადად ამეხსნა მათთვის ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ლიოვმა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრები ვერ გავიდა ჯგუფიდან.

მიულერი, ჰუმელსი და ბოატენგი – მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონები არიან.