მიულერი „ბაიერნთან“ კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებს
მიულერი „ბაიერნთან“ კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა თომას მიულერმა კლუბთან კონტრაქტის გაგრძელება შეათანხმა.

გაზეთ „ბილდის“ მონაცემებით, ფეხბურთელმა და „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას ხელშეკრულების გაგრძელებაზე და ახლა, მხარეებს სჭირდებათ მხოლოდ ხელფასის საკითხის მოგვარება.

იტყობინებიან, რომ ახალი კონტრაქტი ძალაში იქნება 2023 წლის ზაფხულამდე.

30 წლის მიულერის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში იწურება. გერმანული პრესის ინფორმაციით, მიულერი წელიწადში 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მიმდინარე სეზონში ფორვარდმა „ბაიერნის“ რიგებში 36 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი პასი შეასრულა.