მიუხედავად ცუდი სტარტისა, „არსენალის“ ხელმძღვანელობა უნაი ემერის ნდობას უცხადებს
მიუხედავად ცუდი სტარტისა, „არსენალის“ ხელმძღვანელობა უნაი ემერის ნდობას უცხადებს

ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობამ ესპანელ მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის საჯაროდ გამოუცხადა ნდობა, თუმცა იქვე გააფრთხილა, რომ შედეგები უნდა გამოსწორდეს.

ემერის წყალი მას შემდეგ შეუდგა, რაც „არსენალმა“ პრემიერლიგის ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელი საფეხბურთო საკითხებში რაულ სანლეჰი და მმართველი დირექტორი ვინაი ვენკატეშამი აცხადებენ, რომ მათ მწვრთნელის შეცვლის გეგმები ჯერ არ აქვთ.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ უნაი შესაბამისი ადამიანია ამ თანამდებობაზე“, – განუცხადეს მათ კლუბის პერსონალს სპეციალურ შეხვედრაზე, – „ჩვენც ისევე ვართ გაწბილებულები თამაშითა და შედეგებით, როგორც ყველა სხვა და ვიზიარებთ გულშემატკივრების აზრს, რომ ეს არ არის ის თამაში, რომელსაც ჩვენ ველით და გვსურს. იმედი გვაქვს, რომ ყველანი ერთად მივაღწევთ უკეთეს შედეგებს“.

პრემიერლიგის ბოლო მატჩი ლონდონელებმა „ლესტერთან“ 0:2 წააგეს საკუთარ მოედანზე.

ამჟამად გუნდი სატურნირო ცხრილში მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს „შეფილდ იუნაიტედთან“ და მეოთხეზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“ რვა ქულით ჩამორჩება.