მისი არყოფნა „აპოელს“ ძვირად დაუჯდა - კვიპროსული მედია ქვილითაიას დაბრუნებას გამოეხმაურა #1TVSPORT
მისი არყოფნა „აპოელს“ ძვირად დაუჯდა - კვიპროსული მედია ქვილითაიას დაბრუნებას გამოეხმაურა #1TVSPORT

„ქვილითაია იარაღს აპრიალებს“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ინტერნეტ-პორტალი „სპორტ ფმ“ „აპოელში“ დაბრუნებულ გიორგი ქვილითაიაზე, სადაც იმედია გამოთქმული, რომ ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებული ქართველი თავდამსხმელი გუნდს შედეგიანობის გაზრადში დაეხმარება.

„28 წლის თავდამსხმელი ახლა თავს კარგად გრძნობს და იმედოვნებს, რომ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდება. მან ტრავმის გამო ვერ ითამაშა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 6 მატჩი პლოვდივისბოტევთან“, „კიზილჯართან“ და „იურგორდენთან“.

გამოჩნდა, რომ მისი არყოფნა „აპოელს“ ძვირად უჯდება. ტრავმის მიზეზით, გიორგი ქვილითაიას ჩემპიონატის დაწყებაც გვიან მოუწია. პირველი წუთები ჩაატარა ჯერ „პაფოსთან“ (1:1) პრემიერაზე, შემდეგ „ანორთოსისთან“ (2:0) და „არისთან“. ორივე მატჩში ის მოედანზე სათადარიგოებიდან შევიდა.

პაფოსთან“ კინაღამ გაიტანა, მაგრამ რამდენიმე სანტიმეტრით ააცილა. „ანორთოსისის“ წინააღმდეგ სწორედ მისი გადაცემით გაიტანა დენი ბლუმსმა და ანგარიში და გუნდი 2:0 დააწინაურა. ყოფილ გუნდთან მატჩის დროს „ანტონის პაპადოპულოს არენა“ ქვაბს ჰგავდა, რომელიც დუღდა. მისი გადაცემით „აპოელმა“ მიაღწია გამარჯვებას და შეწყვიტა ოთხწლიანი მოუგებელი სერია სტადიონზე, სადაც „აპოელი“ „ანორთოსისს“ 2018 წლის 6 ოქტომბრის შემდეგ ვერ ამარცხებდა“, – წერს კვიპროსული გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ ქვილითაიამ ბოლოს სასტარტო შემადგენლობაში 2 აპრილს ითამაშა „ანორთოსისთან“ და შემდეგ ხუთი თვე და შვიდი დღე შემადგენლობაში დაბრუნებას ელოდა, ახლა ქართველი თავდამსხმელი ჯანმრთელადაა და იმედოვნებს, რომ ნაკრებსაც დაუბრუნდება.