მიშელ ვოტერსონმა ანჯელა ჰილი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა - ვეგასის ბოლო „ქარდის“ ამ და სხვა ბრძოლის შედეგები
მიშელ ვოტერსონმა ანჯელა ჰილი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა - ვეგასის ბოლო „ქარდის“ ამ და სხვა ბრძოლის შედეგები

ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მორიგი ღონისძიება (Vegas 10) გაიმართა. „ქარდის“ მთავარი ბრძოლა მიშელ ვოტერსონსა და ანჯელა ჰილს შორის შედგა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ხუთი რაუნდის შემდეგ მსაჯებმა მცირე უპირატესობა ვოტერსონს მიანიჭეს (47-48, 49-46 და 48-47). მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ვოტერსონმა რეკორდი 4-2-ზე გაიუმჯობესა.

„ბრძოლის დასრულების შემდეგ გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი. მიუხედავად ამისა მთელი დაპირისპირების მანძილზე ვცდილობდი, რომ გადაწყვეტილებამდე არ მიმეყვანა და ნაადრევად მომეგო. ეს ჩემი პირველი „მეინ ივენთი“ იყო და ამ ბრძოლისთვის განსაკუთრებით კარგად მოვემზადე. მიხარია, რომ ასეთი ძლიერი მეტოქე დავამარცხე“, – აღნიშნა ვოტერსონმა ბრძოლის შემდგომ გაკეთებულ ინტერვიუში.

„ქარდის“ სხვა ბრძოლები:

ოტმან აზაიტარმა ქამა ვორთი ტექნიკუტი ნოკაუტით დაამარცხა (1-ლი რაუნდი, 01:33 წუთი)

როქსან მოდაფერიმ ანდრეა ლის მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით სძლია (29-28, 29-28 და 29-28)

ედ ჰერმანმა მაიკ პერეირას მტკივნეული ილეთით მოუგო („კიმურა“, მე-3 რაუნდი, 04:01 წუთი)

ბობი გრინმა ალან პატრიკს მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით მოუგო (30-27, 30-27 და 30-27)

ბილი კუარანტილომ კაელ ნელსონი ნოკაუტში გაუშვა (მე-3 რაუნდი, 00:07 წუთი)

სიჯარა ეუბანკსმა ჯულია ავლიას მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით სძლია (29-27, 29-27 და 29-27)

კევინ კრუმმა რუზველტ რობერტსი მომგუდავა ილეთით დაამარცხა („გილიოტინა“ 1-ლი რაუნდი, 00:31 წუთი)

ალექსანდერ რომანოვმა სადებიუტო ბრძოლა როქ მარტინეზს მოუგო (მტკივნეული ილეთი ხელზე, მე-2 რაუნდი, 04:22 წუთი)

ჯეილინ ტერნერმა ბროკ ვივერს მომგუდავი ილეთით სძლია (მე-2 რაუნდი, 04:20 წუთი)

ბრაიან ბარბარენა ენტონი აივიზე უკეთესი გამოდგა (მსაჯთა საერთო გადაწყვეტილება, 30-27, 30-27 და 29-28)

საბინა მაზომ ჯუსტინ კიში მომგუდავი ილეთით დაამარცხა (მე-3 რაუნდი, 03:57 წუთი)