მიშელ პლატინიმ „ფიფას“ (FIFA) პრეზიდენტი გააკრიტიკა
მიშელ პლატინიმ „ფიფას“ (FIFA) პრეზიდენტი გააკრიტიკა

„უეფას“ (UEFA) ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ მკვეთრად გააკრიტიკა „ფიფას“ (FIFA) მოქმედი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო.

„ის ძალიან კარგი ადვოკატია, ძალიან კარგი გენერალური მდივანი, მაგრამ არ იწვევს ნდობას, როგორც „ფიფას“ პრეზიდენტი. მას 10 წელი გული ერეოდა „ფიფაზე“. როცა ვამბობ „გული ერეოდა“, ოდნავ ვაჭარბებ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის მუდმივად აკრიტიკებდა ამ ორგანიზაციას. როგორ შეიძლება, მან ქალთა ფეხბურთი განავითაროს, როცა ყოველთვის ეცინებოდა ამაზე“, – განაცხადა პლატინიმ ფრანგულ გაზეთ „ეკიპისთვის“ (L`Equipe) მიცემულ ინტერვიუში.

„ფიფას“ პრეზიდენტის არჩევნები 5 ივნისს, პარიზში, ორგანიზაციის 69-ე კონგრესზე გაიმართება. ინფანტინო ხელმეორედ იყრის კენჭს პრეზიდენტობაზე და ის უალტერნატივო კანდიდატია.