მიშელ პლატინი - ინფატინომ ფიფას პრეზიდენტის პოსტი უნდა დატოვოს
მიშელ პლატინი - ინფატინომ ფიფას პრეზიდენტის პოსტი უნდა დატოვოს

უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ გამოთქვა აზრის იმის შესახებ, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ თავისი პოსტი უნდა გაანთავისუფლოს.

„ვფიქრობ, შვეიცარიის გენერალურმა პროკურორმა ლაუბერმა იცის, რომ მან წითელი ხაზი გადაკვეთა. ინფანტინომ უარი უნდა თქვას საკუთარ მანდატზე. ის ფიფას პრეზიდენტი გახდა გარკვეული გარემოებების წყალობით, არადა, არანაირი ლეგიტიმაცია არ ჰქონდა.

ყველასთვის ცხადია, რომ მე შეთქმულების მსხვერპლი გავხდი. 2016 წელს, ფიფას პრეზიდენტობა ხმების აბსოლუტური უმრავლესობით უნდა მომეპოვებინა – ეს ყველამ იცის. როგორც ჩანს, 2015 წლის ზაფხულში, ინფანტინოს გარანტია მისცეს, რომ მე ჩამოვშორდებოდი ფიფას პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იმ გარიგებების თანახმად, რომელიც კულისებში მიმდინარეობდა,“ – განაცხადა პლატინიმ ფრანგულ პრესაში.

ფრანგი ფუნქციონერი ფიფას პრეზიდენტობისთვის ბრძოლას მას შემდეგ ჩამოაშორეს, რაც ფიფას ყოფილ პრეზიდენტთან იოზეფ ბლატერთან კორუფციული გარიგების გამო, საფეხბურთო მოღვაწეობა აუკრძალეს.