მიშელ პლატინი ფეხბურთში დაბრუნდა
მიშელ პლატინი ფეხბურთში დაბრუნდა

უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი ისევ ფეხბურთში იმუშავებს. ლეგენდარული ფრანგი გახდა პროფესიონალი ფეხბურთელების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ფილიპ პიას მრჩეველი.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის შემოდგომაზე პლატინი რვა წლით ჩამოაშორეს ნებისმიერ საფეხბურთო მოღვაწეობას. ამის მიზეზი იყო ფიფას პრეიდენტისგან იოზეფ ბლატერისგან მიღებული ორი მილიონი შვეიცარიელი ფრანკი. მოგვიანებით, დისკვალიფიკაცია ოთხ წლამდე შეამცირეს.

პლატინის დისკვალიფიკაცია 2019 წლის 8 ოქტომბერს ამოიწურა.

დატოვე კომენტარი