მიშელ ბარნიე - ევროკავშირში მოხიბლულები არ არიან შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის გასვლის ვერსიით
მიშელ ბარნიე - ევროკავშირში მოხიბლულები არ არიან შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის გასვლის ვერსიით

ბრექსიტის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელი მიშელ ბარნიე აცხადებს, რომ ევროკავშირში არ არიან მოხიბლულები შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის ორგანიზაციიდან გასვლის ვერსიით.

ბარნიეს განცხადებით, თუ ასე მოხდება, ბრიტანეთს შედეგებთან გამკლავება მოუწევს.

„ვფიქრობ, ბრიტანული მხარე კარგად არის ინფორმირებული, როგორ ვმუშაობთ ჩვენ. მსგავსი საშიშროებით, რა თქმა უნდა, არ ვართ მოხიბლულები. ბრიტანეთისთვის მოსალოდნელი შედეგები ცნობილია“, – აცხადებს ბარნიე.

მისივე თქმით, ბრიტანეთის პარლამენტის მიერ სამჯერ უარყოფილი შეთანხმება იყო ერთადერთი სწორი გზა ბრიტანეთისთვის ევროკავშირის დასატოვებლად.

ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი მონდევნო ოთხშაბათს ეყოლება. მას კი მხოლოდ 30 დღე ექნება იმისთვის, რომ ბრექსიტის თემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.