მიშელ ბარნიე აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ლონდონს ბრექსიტზე შეთანხმება მიმდინარე კვირაში ჯერ კიდევ შეუძლიათ
მიშელ ბარნიე აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ლონდონს ბრექსიტზე შეთანხმება მიმდინარე კვირაში ჯერ კიდევ შეუძლიათ

ბრექსიტის საკითხში ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიე აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ლონდონს ჯერ კიდევ შეუძლიათ მიმდინარე კვირაში შეთანხმების მიღწევა. აღნიშნული განცხადება მიშელ ბარნიემ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

იმ შემთხვევაში, თუ ბრექსიტზე შეთანხმების მიღწევა ამ კვირაში მოხერხდება, მაშინ 17-18 ოქტომბერს დაგეგმილ სამიტზე ლიდერები მას ხელს მოაწერენ. ბრიტანეთის პარლამენტს კი უკვე შაბათს შანსი ექნება, შეთანხმებას კენჭი უყაროს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტს თხოვნით მიმართა, სამიტიდან 24 საათის განმავლობაში მხარი დაუჭიროს ნებისმიერ შეთანხმებას, რომელსაც ის მიაღწევს.