მისგან თავს ერთად დავიცავთ - „უნიონი“ კვარაცხელიას გაორმაგებული ყურადღებით დაუპირისპირდება #1TVSPORT
მისგან თავს ერთად დავიცავთ - „უნიონი“ კვარაცხელიას გაორმაგებული ყურადღებით დაუპირისპირდება #1TVSPORT

ბერლინის „უნიონის“ ნახევარმცველმა, რანი ხედირამ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისთან“ მატჩამდე იტალიური კლუბის გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ის შესანიშნავი მოთამაშეა – შემთხვევითი არ არის, რომ მას მეტსახელად კვარადონა შეარქვეს. ხვიჩას უძლიერესი შემტევი დუეტი აქვს ოსიმენთან ერთად, რომელიც ჩვენთან ვერ ითამაშებს, მაგრამ კვარაცხელიას შეჩერება მაინც ურთულესი ამოცანა იქნება.

კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა და რთული მეტოქე იქნება. თუმცა მისგან თავს მთელი გუნდი ერთად დავიცავთ. ჩვენი მიზანია, მას რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი სივრცე დავუტოვოთ და ყურადღება გავაორმაგოთ“, – ხედირამ ეს კომენტარი ჟურნალისტ ალფრედო პედულასთან გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ „უნიონი“ „ნაპოლის“ ბერლინში დღეს, 24 ოქტომბერს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.