„მის მუნდიალი“ ბელგიელი სტუდენტი გახდა
„მის მუნდიალი“ ბელგიელი სტუდენტი გახდა

გერმანიაში გაიმართა სილამაზის ტრადიციული კონკურსი “მის მუნდიალი”, რომელიც ყოველთვის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ იმართება.

წელს, 32 გოგონას შორის, ჟიურიმ გამოარჩია 18 წლის ბელგიელი სტუდენტი ზოე ბრიუნე. მეორე ადგილი დაიკავა გერმანიის წარმომადგენელმა, მესამეზე გავიდა დანიელი გოგონა.

კონკურსში გამოდიოდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენელი.