Mirror-ი - „ლივერპული“ მბაპეს იჯარით აყვანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT
Mirror-ი - „ლივერპული“ მბაპეს იჯარით აყვანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT

„ლივერპული“ მოლაპარაკებებს აწარმოებს „პარი სენ-ჟერმენთან“ ფორვარდ კილიან მბაპეს იჯარაზე, – ამის შესახებ წერს გაზეთი Mirror-ი.

ინგლისურ კლუბს სურს გაიფორმოს ფრანგი ვარსკვლავი ფასიანი წლიური იჯარის ფარგლებში. „ლივერპულს“ უნდა გამოიყენოს ის მომენტი, რომ მბაპეს სიმპატიები აქვს მერსისაიდელთა მიმართ, ფეხბურთელის დედა კი „ლივერპულის“ დიდი თაყვანისმცემელია.

აღნიშნავენ, რომ ლივერპულელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი განიხილავდა მბაპესთან და მის წარმომადგენლებთან შესაძლო ტრანსფერს იქამდე, სანამ ფეხბურთელი „მონაკოდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდოდა. მაშინ თავად კილიანმა თავისი პატივისცემა გამოხატა გერმანელი სპეციალისტის მიმართ.