„მირორმა“ დავით ნინიაშვილი მსოფლიოს ტოპ-10 ტალანტს შორის დაასახელა [ვიდეო] #1TVSPORT
„მირორმა“ დავით ნინიაშვილი მსოფლიოს ტოპ-10 ტალანტს შორის დაასახელა [ვიდეო] #1TVSPORT

შემოდგომის ტესტების წინ ბრიტანულმა გამოცემა „მირორმა“ 21-წლამდე მორაგბეების საუკეთესო ათეული შეადგინა.

ტოპ-10-დან 9 მოთამაშე პირველი რანგის ქვეყნებიდანაა – რაფი ქუირკი (ინგლისი), ჯოშ ლორდი (ახალი ზელანდია), ქრისთ ჩიუნზა (უელსი), რორი დარჯი (შოტლანდია), მატეო კარერასი (არგენტინა), ტანი ვილი (საფრანგეთი), ჯანმარკო ლუკეზი (იტალია), ჯეიმი დობი (შოტლანდია).

ჩამონათვალში მეორე რანგის სარაგბო ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი დავით ნინიაშვილია.

„საქართველომ ბოლო პერიოდში შესანიშნავი ტალანტის მქონე ახალგაზრდები გაზარდა, ნინიაშვილი კი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მზადაა წარმოაჩინოს თავისი ქვეყნის პოტენციალი.

მსოფლიომ ჯერ კიდევ ნიდერლანდებთან მატჩისას ჰეთ-თრიკის შესრულებისას შენიშნა 19 წლის უკანახაზელი, ტოპ 14-ის გულშემატკივარმა კი ლიონში გადასვლის შემდეგ აღმოაჩინა მისი ტალანტი.

ნინიაშვილი ფიზიკურად ჯერ კიდევ ვითარდება, მაგრამ მის მიერ პოზიციის შერჩევა და ჰაერში დამაჯერებელი თამაში საქართველოს საფრანგეთთან და ფიჯისთან ძალიან დაეხმარება“, – ვკითხულობთ „მირორში“.