მირიან ნიკოლაძე - გიორგი შაქარაშვილის ოჯახს ჰქონდა სასამართლოს ობიექტურობის იმედი და დღეს დადასტურდა, რომ ეს იმედი იყო რეალური
მირიან ნიკოლაძე - გიორგი შაქარაშვილის ოჯახს ჰქონდა სასამართლოს ობიექტურობის იმედი და დღეს დადასტურდა, რომ ეს იმედი იყო რეალური

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ოჯახს ჰქონდა სასამართლოს ობიექტურობის იმედი და დღეს დადასტურდა, რომ ეს იმედი იყო რეალური.

მან სასამართლოს მიერ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნებისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენზე გააკეთა კომენტარი.

„ოჯახის პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია პირველივე დღეებიდანვე. მოგეხსენებათ, ოჯახი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული პირები დამნაშავეები იყვნენ სხვადასხვა კვალიფიკაციით მომხდარ ქმედებაში. ოჯახს ჰქონდა სასამართლოს ობიექტურობის იმედი და დღეს დადასტურდა, რომ ეს იმედი იყო რეალური. იმედი გვაქვს, სასჯელის ნაწილშიც იქნება რეალური და ისეთი ობიექტური, როგორიც დღეს. ასეთივე განწყობა გვაქვს სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ კიდევ განხილვაშია და რომელზეც ასევე ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

ამასთან, ბრალდებულების ადვოკატების პოზიციებთან დაკავშირებით მირიან ნიკოლაძე აღნიშნავს: „ადვოკატებისგან ეს ნორმალური ქმედებაა, ისინი იცავენ ბრალდებულებს, რომლებიც არ აღიარებენ დანაშაულს. ბუნებრივია, ისინი აფიქსირებენ იმ პოზიციას, რაც თანხვედრაშია მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან“.

დატოვე კომენტარი