მირიან მაისურაძე მსოფლიო პირველობის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
მირიან მაისურაძე მსოფლიო პირველობის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს სამ წონაში – 57, 74 და 92კგ კატეგორიებში გამოვიდნენ ქართველი ფალავნები. სამი სპორტსმენიდან მეოთხედფინალში გასვლა მხოლოდ მირიან მაისურაძემ (92კგ) მოახერხა. ნახევარფინალში გასასვლელად ქართველი მოჭიდავე ყაზახ ან უკრაინელ ფალავანს შეხვდება.

შეჯიბრზე გამომსვლელი დანარჩენი ორი ქართველი მოჭიადავე – ბექა ბუჯიაშვილი (57კგ) და გიორგი სულავა (74კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. გააგრძელებენ თუ არა ისინი რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას, ჯერჯერობით უცნობია.

ნახევარფინალები 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ორი ქართველი – ზურაბ იაკობიშვილი (70კგ) და მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ. ფინალური ბლოკი 20:00 საათზე გაიმართება.