მირჩა ლუჩესკუ თურქეთის ნაკრებიდან გაუშვეს
მირჩა ლუჩესკუ თურქეთის ნაკრებიდან გაუშვეს

თურქეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ პოსტიდან დაითხოვეს. ამის შესახებ იტყობინება თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია.

წყაროს ცნობით, მხარეები კონტრაქტის გაუქმებაზე შეთანხმდნენ.

თურქეთის ნაკრები რუმინელმა სპეციალისტმა 2017 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა ერთა ლიგაზე ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და დატოვა „B“ დივიზიონი.

სულ 73 წლის ლუჩესკუს ხელმძღვანელობით თურქეთმა 17 მატჩი ჩაატარა, აქედან მოიგო ოთხი, ფრედ დაასრულა ექვსი და წააგო შვიდი შეხვედრა.