მიქელთაძის ტრიუმფალური სეზონი - ქართველი ავსტრალიის „ოლ სტარში“ ითამაშებს და „ბარსელონას“ დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT
მიქელთაძის ტრიუმფალური სეზონი - ქართველი ავსტრალიის „ოლ სტარში“ ითამაშებს და „ბარსელონას“ დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT

ბექა მიქელთაძეს ავსტრალიაში კარგი თამაში დაუფასდა და წლის სიმბოლურ ნაკრებში, ე.წ. „ოლ სტარში“ დაასახელეს.

ავსტრალიის ა-ლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა, ჩემპიონი და პრიზიორები კი პლეი ოფების მატჩებით გაირკვევა. ცნობილია. რომ „ნიუკასლ ჯეტსი“ საჩემპიონო ბრძოლას ვერ განაგრძობს, მაგრამ გუნდის ქართველი თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე თამამად შეიძლება წლის ტრიუმფატორებში დასახელდეს.

ქართველი ფეხბურთელი აღიარეს „ნიუკასლ ჯეტსის“ წლის საუკეთესო ფეხბურთელად და ამას გარდა, გადაეცა გუნდის „ოქროს ბუცი“ და ავსტრალიური ფეხბურთის ლეგენდის, კრეიგ ჯონსტონის ჯილდო. აღიარება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბექამ 24 მატჩში 13 გოლი გაიტანა და რეგულარული სეზონის ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა, მხოლოდ ჯეიმი მაკლარენს ჩამორჩა.

ქართველის წარმატება ამით არ დასრულებულა. მიქელთაძის გოლი ა-ლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. რაც მთავარია, გუნდიდან ორი მოთამაშე, ბექა მიქელთაძე და დანიელ პენია მოხვდნენ ა-ლიგის „ოლ სტარში“, რომელიც 25 მაისს „ბარსელონას“ შეხვდება.

ა-ლიგის ყველა ვარსკვლავის მწვრთნელი ინგლისელი ვეტერანი დუაიტ იორკი იქნება. მატჩი კი 25 მაისს სიდნეიში გაიმართება.

„ნიუკასლის“ სეზონის ხუთი საუკეთესო გოლი:

„ბექა მიქელთაძემ და დანიელ პენიამ ამ სეზონში თაყვანისმცემლები აღფრთოვანებული დატოვეს და გულშემატკივართა ხმის მიცემის შედეგად ა-ლიგის „ოლ სტარში“ მოხვდნენ. მწვრთნელის დუაიტ იორკის მიერ შერჩეული სასტარტო შემადგენლობა ხვალ გაირკვევა“, – წერს „ჯეთსის“ ოფიციალური გვერდი.

ქვემოთ მოცემულია ვარსკვლავთა გუნდის შემადგნლობა:

კრეიგ გუდვინი (ადელაიდა იუნაიტედი)

კურტის გუდი (მელბურნი სიტი)

ჯეიმ მაკლარენი (მელბურნი სიტი)

ჯეისონ დევიდსონი (მელბურნი ვიქტორია)

ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი)

დანიელ პენია (ნიუკასლ ჯეტსი)

ენტონი კაკარესი (სიდნეი)

მილოშ ნინკოვიჩი (სიდნეი)

რაიან გრანტი (სიდნეი)

ადამ ტრაორე (ვესტერნ სიდნეიs)

ბენჟამინ გარუჩიო (ვესტერნი)

ჯეიმი იანგი (ვესტერნი)

ლეო ლაკრუა (ვესტერნი)